ერთი მოგვარებული პრობლემა და ათი ახალი თავსატეხი:
რატომ ვერ ვამარცხებთ ქაოსს?
პრობლემები ხშირად გველეშაპებს გვანან- ერთი მოკვეთილი თავის ნაცვლად ათი იზრდება……
ნაცნობი სურათია? გუნდში გაჩნდა პრობლემა, მთელი ენერგია მის მოგვარებაზე მიმართეთ, როგორც იქნა „მოაგვარეთ“ და... რამდენიმე დღეში მის ნაცვლად ათი ახალი, უფრო რთული თავსატეხი ამოტივტივდა.
ეს ჰგავს სიტუაციას, როცა დაავადების დიაგნოსტიკის ნაცვლად ვიწყებს სიმტომთან ბრძოლას - მაგალითად - ვსვამთ ტკივილგამაყუჩებელს. ჩივილი ქრება, მანამ, სანამ უფრო დიდ, სისტემურ პრობლემას არ გამოიწყვევს …
„მოჭრილი თავის“ ეფექტი — რატომ არ მუშაობს ძველი მეთოდები?
მოვაგვარეთ კონფლიქტი? — გაჩნდა უთქმელობა და დაძაბული სიჩუმე.
დავამატეთ კონტროლი? — გაქრა კრეატივი და მოტივაცია.
გავუშვით დაღლილი თანამშრომელი დასასვენებლად? — სხვები ორმაგად გადაიწვნენ.
ეს იმიტომ ხდება, რომ გუნდი ერთიანი ცოცხალი სისტემაა. თუ პრობლემას ცალკეულ „დეფექტად“ აღვიქვამთ და არა მთლიანობის ნაწილად, ჩვენი ყოველი „გადაჭრა“ ახალ კრიზისს შობს.
Sand Play: დაინახე მთლიანი სურათი, სანამ მოქმედებას დაიწყებ
ჩემი მიდგომა — Sand Play Teambuilding — სწორედ ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლაში გვეხმარება. ქვიშის ყუთი ის ადგილია, სადაც ყველაფერი ფარული და „უთქმელი“ ხდება თვალნათლივი.
ქვიშაში ფიგურების განლაგებით გუნდი თავად აცოცხლებს იმ სისტემურ ხარვეზებს, რომლებსაც ხშირად სიტყვებით ვერც კი აღწერენ. თამაში ყველაზე . ,, გულწრფელი ენაა'“— ის არ ტყუის.
ჩვენ აღარ ვებრძვით ცალკეულ პრობლემებს (სიმპტომებს), ჩვენ ვხედავთ მთლიან სურათს. ხშირად მიზეზი სულ სხვაგანაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
Sand Play Teambuilding - უნიკალური პლატფორმაა, სადაც შეგვიძლია გადავათამაშოთ ყველა სცენარი. ვნახოთ, როგორ რეაგირებს გუნდი, როგორია დინამიკა და როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი.
სასიამოვნოდ ,,სტრესული “ გარემო - რომელიც ქმნის განსხვავებულ გამოცდილებას - ბუნებრივად ზრდის სტრესისადმი მედეგობას და გაურკვევლობისადმი ავტომატურად ნეგატიური განწყობა იცვლება დადებითი მოლოდინებით.
გუნდიც ცოცხალი ორგანიზმია. გამოსცადე Sand Play Teambuilding – აღმოაჩინე რესურსი იქ, სადაც ლოგიკა უძლურია!