Big Ideas, Real Impact.
პატარა ფიგურები — დიდი ცვლილებებისთვის.
აღმოაჩინეთ ქვეცნობიერი რესურსები და გადაიტანეთ ქვიშაში მიღებული გამოცდილება რეალურ ცხოვრებაში.
დროა, ითამაშო შენი თამაში !
ინოვაციური მეთოდი - საინტერესო და სახალისო აქტივობა ჯგუფის დინამიკის შესასწავლად.
Sand Play თიმბილდინგი არ არის უბრალოდ თამაში. ქვიშაში ფიგურებით შექმნილი უსაფრთხო გარემო გამოავლენს რთულ ურთიერთობით პატერნებს.
თამაშისას იქმნება გამოცდილება სადაც თანამშრომლებს უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის, ჩნდება ჯანსაღი კონკურენცია, ვლინდება კრეატიულობა, იზრდება ემპათია და ნდობა.
შედეგი - სწორ ურთიერთობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, ახალი პერსპექტივები , ძლიერი გუნდი.
ქვიშა თერაპია (Sandplay Therapy) არის ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოთერაპიული (ექსპრესიულ-პროექციული) მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდს არავერბალური გზით გამოხატოს შინაგანი სამყარო, გამოცდილება, კონფლიქტები და ფსიქიკური დინამიკა ფიგურებისა და ქვიშის სივრცის გამოყენებით.
მეთოდი შეიმუშავა დორა კალფმა, იუნგიანურ ფსიქოანალიზზე და მარგარეტ ლოვენფელდის ,, სამყაროს ტექნიკაზე “ დაყრდნობით.
იუნგიანური ხედვის მიხედვით, ქვიშაში შექმნილი კომპოზიციები ასახავს არაცნობიერი ფსიქიკის შინაარსებსა და არქეტიპულ სიმბოლოებს.
თერაპიული პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ ქვიშის ყუთში, სადაც კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა თავისუფლად განათავსოს სხვადასხვა ფიგურები (ადამიანები, ცხოველები, შენობები, ბუნების ელემენტები და სხვა).