,, ბერნაუთი “

〰️Burnout

〰️Burnout

ცინიზმი - პროფესიული გადაწვის სიმპტომი?

პროფესიული გადაწვა ხანგრძლივი სტრესის შედეგად ჩამოყალიბებული მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება ფიზიკური დაღლილობის განცდით ,  სარკასტული დამოკიდებულებით საქმის, კლიენტებისა და თანამშრომლების მიმართ. შესაბამისად, მცირდება ეფექტურობა. პიროვნებას უქვეითდება თვითშეფასება, ჩნდება არაკომპეტენტურობის განცდა.  კვლევები აჩვენებს, რომ  პროფესიული გადაწვა არ არის   ინდივიდის პრობლემა, ეს არის დისბალანსი ადამიანსა და სამუშაო გარემოს - გამოწვევებს შორის (Maslach)

რატომ  Sand Play ?  

ქვიშასთან მუშაობის ბენფიტები:

ნეიროფიზიოლოგიური ეფექტები: ქვიშის ტექსტურა და მასთან ფიზიკური კონტაქტი ახდენს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციას, რაც ბერნაუთისთვის დამახასიათებელი „გაქცევის რეჟიმიდან“ (fight or flight) გამოსვლის წინაპირობაა. ქვიშით თამაში დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებზე ( ლიმბურ სისტემასა და პრეფრონტალურ ქერქზე) რაც ხელს უწყობს ემოციურ რეგულაციასა და სტრესის ჰორმონების (მაგალითად, კორტიზოლის) დონის შემცირებას.

 სიმბოლური ექსტერნალიზაცია: მინიატურული ფიგურების მეშვეობით „ქვიშის სამყაროს“ შექმნა ეხმარება ადამიანს, მოახდინოს შინაგანი კონფლიქტების გარეთ გამოტანა (ეკოლოგიური გზით), რაც ამცირებს ფსიქიკურ დაძაბულობას.

პიროვნება იბრუნებს ავტონომიურობის განცდას, რაც ბერნაუთის დროს სრულად არის დაკარგული.

Sand Play —ის კომპლექსური გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე ააქტიურებს თვითრეგულაციის მექანიზმებს  კოგნიტური გადატვირთვის გარეშე.

ნათია მამრიკიშვილი

Previous
Previous

არგონავტები

Next
Next

ეფექტური კომუნიკაციის ილუზია