ჩვენ შესახებ
ქვიშაში შექმნილი იდეალიდან, რეალურ ძლიერ გუნდებამდე
ჩვენს კომპანიას აქვს გუნდური განვითარების (team building) მეთოდი, რომელიც იყენებს ქვიშასა და ფიგურებს, რათა ადამიანებმა შექმნან სიმბოლური სცენები და ამ გზით უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაინახონ საკუთარი როლი და ფასეულობა. მენეჯერებისთვის კი თვალნათლივი ხდება გუნდის დინამიკა.
თიმბილდინგი ქვიშისა და ფიგურების გამოყენებით.
შეუცვლელი არავინაა ?
სტრესი, გადაწვა, დემოტივაცია, თანამშრომლების გადინება, კონკურენცია…
რა უნდა გააკეთოს კომპანიამ, რომ პროფესიონალი კადრი დარჩეს მოტივირებული, იგრძნოს თავი სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად ?
გავრცელებული რწმენა - ,, შეუცვლელი არავინ და არაფერია” აფერხებს სისტემების მუშაობას. ყველაფერი ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობას და პიროვნებაც ფიქრობს - შეუცვლელი არაფერია, წინ აყენებს პირად ინტერესებს და ყოველთვის ეძებს უკეთეს პირობებსა და ადგილს.
SANDPLAY THERAPY - Sand Play Teambulding
გასული საუკუნის 60 -იან წლებში ფორმირებული ფსიქოანალიტიკური მეთოდის მოდიფიკაცია - გათვლილია გუნდური დინამიკისა და სისტემების მართვაზე .
სწორედ ამ გამოწვევას ემსახურება ჩვენ მიერ მოდიფიცირებული, უნიკალური თამაშების სერია- სპეციალურად, ჯგუფურ აქტივობებზე გათვლილი, რომელსაც შეუძლია ფორმალური ურთიერთობებიდან ინდივიდები გადაიყვანოს თანამშრომლობაში. ჩვენი ტექნიკის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ არ აიძულებს სხვადასხვა ტიპის, აზროვნების, გემოვნების, ხასიათის ადამიანებს - ,, მოერგონ სხვას” არამედ, გამოხატონ თავი - უსაფრთხო გარემოში, იხსნება დაძაბულობა, ჩნდება ლაღი - ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. თითოეული ინდივიდი ავტომატურად აცნობიერებს სისტემაში საკუთარ ადგილსა და როლს.
თამაშის მეშვეობით - იქმენება სასიამოვნო, თუმცა სპეციფიურად სტრესული გარემო , თამაში მოითხოვს თითოეული მონაწილის ჩართულობას - რაც ავტომატურად გამოამჟღავნებს გუნდის ურთიერთანამშრომლობის პატერნებს, ვლინდება არაფორმალური ლიდერი, ჯგუფის პასიური წევრი… იქმნება ჯანსაღი კონკურენცია და საბოლოოდ - შედეგი:
თვალნათლივი ხდება ერთმანეთის მოსმენის, გაგების, შეთანხმებული მუშაობის ძალა.
ნეირომეცნიერების თანახმად უკვე ცნობილი ფაქტია - ვირტუალური გამოცილება - უტოლდება რეალურს - შესაბამისად, სწორი მიდგომით მოდელირებული აქტივობა - გვაძლევს სიტუაციების განსხვავებულ ხედვას და ხსნის ახალ პერსპექტივებს.
ქვიშით თერაპიისა და პიროვნული განვითარების ცენტრის დამფუძნებელი:
ნათია მამრიკიშვილი