თამაში ქვიშით ?

მეთოდი ეფუძნება არავერბალური, პროექციული ფსიქოლოგიის პრინციპებსა და არტ-თერაპიის ელემენტებს. მისი მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ფსიქიკას აქვს თვითაღდგენისა და ადაპტაციის უნარი, თუ მას შესაბამის, უსაფრთხო გარემოს შევუქმნით.

პროცესი მარტივი და მყუდროა: თქვენ ირჩევთ სიმბოლურ ფიგურებს და ათავსებთ მათ ქვიშიან ყუთში. ეს საშუალებას გაძლევთ, უსაფრთხოდ, სიტყვების გარეშე გამოსახოთ თქვენი შინაგანი მდგომარეობა და დაინახოთ, რა რესურსებს ფლობთ. საავტორო თამაშები ქვიშაში ხელს უწყობს ემოციურ განტვირთვას, სტრესის მართვასა და პიროვნულ ზრდას.

თამაშის ფილოსოფიური საფუძველია იუნგიანური ხედვა.

იუნგი მიიჩნევდა, რომ ფსიქიკა არის ტელეოლოგიური (მიზანმიმართული) სისტემა. მისი მიზანია მთლიანობის მიღწევა (ინდივიდუაცია).

ეს ეხმარება:

• ბავშვებს — ქცევითი სირთულეების და შიშების დაძლევაში.

• ზრდასრულებს — კრიზისული პერიოდების გადალახვასა და თვითრეფლექსიაში.

Previous
Previous

არაცნობიერი /Unconscious